„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1892
სარეგისტრაციო კოდი
010.260.020.04.001.003.662
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 33, 09/11/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ადგილობრივი თვითმმართველი   ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქარ-თველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 101) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემული ქონების მიმართ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილი ობიექტებისა, თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს თხოვნის, ხოლო ქალაქ თბილისში – ქალაქ თბილისის მერის თხოვნის საფუძველზე.“.

3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 7. სამართალმემკვიდრეობა

თვითმმართველ ერთეულზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში გადაცემასთან ერთად გადადის ამ ქონებასთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ ქონების გადაცემის მიზნით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

 4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემული ქონება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული პროცედურების დასრულებიდან 60 დღის განმავლობაში.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 22 ოქტომბერი.

№1892–IIს