„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1929
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.05.001.003.689
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 32, 06/11/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 415) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობა, ეს კანონი და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

    მუხლი 4. სამსახურის სამართლებრივი სტატუსი

სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.“.

2. მე-6 მუხლის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. მე-7 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გამოავლინოს, შეისწავლოს და აღკვეთოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საგადასახადო და საბაჟო სამართალდარღვევები ან სხვა სამართალდარღვევები და შესაბამისი საფუძვლების არსებობისას იხელმძღვანელოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე, 245-ე, 247-ე, 248-ე და 249-ე მუხლებით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დებულებების გამოყენების უფლება აქვთ საბაჟო და საგადასახადო სამართალდარღვევების ოქმების შედგენაზე უფლებამოსილ მოსამსახურეებს;“;

ა.ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, სამსახურის ან მისი ტერიტორიული ორგანოს უფროსის ბრძანებით, დასახლებულ პუნქტებში, საგზაო მაგისტრალებზე და ტერიტორიულ წყლებში შეიძლება მოეწყოს შემოწმების პროცედურები. ამ დროს სამსახურის უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, გააჩეროს პირი და სატრანსპორტო საშუალება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული იმუნიტეტის მქონე პირებისა, დიპლომატიური, საკონსულო და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობებისა), მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი საბუთი, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთები, მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერება.“.

4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს მუხლი ვრცელდება მხოლოდ საბაჟო გამშვები პუნქტებისა და საბაჟო საგუშაგოების სათანადოდ უფლებამოსილ მოსამსახურეებზე – სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას.“.

5. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. მე-13 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, წელიწადში ერთხელ მაინც ტარდება ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მოსამსახურეების სავალდებულო სამედიცინო შემოწმება. შემოწმების არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში შესაბამისი პირი განთავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის თანახმად.“.

8. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) სამსახურის, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია;“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი . სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 3 ნოემბერი.

1929–II