„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1938
სარეგისტრაციო კოდი
040.110.030.05.001.003.698
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 35, 19/11/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №42, 29.07.2005, მუხ. 303) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საპრივატიზებო გეგმის მომზადება, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოსთან, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებაზე – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოზე გაცემული თანხმობის საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებასთან – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსთან შეთანხმება და დამტკიცება. საპრივატიზებო გეგმა შეიძლება დამტკიცდეს საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების ლოტებად დაჯგუფების პრინციპით;“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 3 ნოემბერი.

№1938–IIს

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.11.2009.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 03.11.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1938. სარეგისტრაციო კოდი — 040.110.030.05.001.003.698.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.11.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1938, 03.11.2009, სარეგისტრაციო კოდი 040.110.030.05.001.003.698 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.11.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90364/