„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1963
სარეგისტრაციო კოდი
040.150.000.05.001.003.707
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 35, 19/11/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში

ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 16.06.2004, მუხ. 50) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი;“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 4. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი არის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.“.

3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ორგანოები

1. სახელმწიფო რეესტრს აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით.

2. სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ორგანოები არიან:

ა) სამინისტრო;

ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – ეროვნული სააგენტო);

გ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (შემდგომში – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო).

3. ეროვნული სააგენტო აწარმოებს ამ კანონის მე-4 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებულ სახელმწიფო რეესტრებს.

4. სამოქალაქო რეესტრის სააგენტო აწარმოებს ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ სამოქალაქო რეესტრს.“.

4. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება და სტრუქტურა განისაზღვრება ამ კანონით და სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).“.

5. 131 მუხლი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.     ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 3 ნოემბერი.

№1963 – IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.11.2009.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 03.11.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1963. სარეგისტრაციო კოდი — 040.150.000.05.001.003.707.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.11.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №1963, 03.11.2009, სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.05.001.003.707 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.11.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90418/