საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1965
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.003.709
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 35, 19/11/2009

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 72-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესსა და ვადებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.

2. 118-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სპეციალისტის ან/და ექსპერტის კომპენსაციებისა და გასამრჯელოს ოდენობას და მათი გაცემის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი და ისინი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.“.

3. 217-ე მუხლის მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებზე გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.

4. 2521 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დღგ-ის თანხის დაბრუნების წესს, კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საქონლის უფლებამოსილი გამყიდველი, აგრეთვე იმ საქონლის ნუსხას, რომელზედაც არ ვრცელდება ეს მუხლი, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.

    მუხლი 2 

1. ამ კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებამდე საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

    მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 3 ნოემბერი.

№1910–IIს