„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- სოციალური დახმარების შესახებ 29.12.2006
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 448) 26-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლების რეორგანიზაცია ამ სკოლებიდან სააღმზრდელო მომსახურების, მოსწავლეთა საცხოვრებელი პირობების, მკურნალობისა და კვების კომპონენტის ამოღების მიზნით, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ – სააღმზრდელო დაწესებულებების დაფუძნება საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის პანსიონური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული ფუნქციები სამინისტროებმა განახორციელონ კოორდინირებულად 2010 წლის 1 სექტემბრამდე.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 1 დეკემბერი.
№2169–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.12.2009.
- როდის იქნა მიღებული „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.12.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2169. სარეგისტრაციო კოდი — 280.120.000.05.001.003.747.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.12.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2169, 01.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.05.001.003.747 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90646/