1. დამოუკიდებელი საბჭოს წევრის თავისი უფლებამოსილების განხორციელებისგან გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) იმ თანამდებობიდან გათავისუფლება, რომელიც მას დამოუკიდებელი საბჭოს წევრად არჩევისას ეკავა;
გ) თავისი უფლებამოსილების ზედიზედ 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში განუხორციელებლობა;
დ) სასამართლოს მიერ მისი შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
ვ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;
ზ) უფლებამოსილების ვადის გასვლა;
თ) გარდაცვალება.
2. დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარესა და წევრს ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე.
საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025