თავი XII — 1. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესი
1.
პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის ან ნებისმიერი სხვა პირის დაჯარიმების შესახებ მოსამართლესთან ამ კანონის 721 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვის უფლებამოსილების მქონე მოსამართლის განკარგულება შეიძლება 3 დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს პირმა, რომელსაც ჯარიმა შეეფარდა, ან მისმა ადვოკატმა (კანონიერმა წარმომადგენელმა), აგრეთვე მოსამართლემ, რომელთანაც, მისი შეტყობინების თანახმად, განხორციელდა ამ კანონის 721 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაცია, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარესთან ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლესთან, ხოლო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის განკარგულება – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან.
2. საჩივრის განხილვისას საჩივრის განმხილველი პირი ამოწმებს, დაჯარიმების შესახებ განკარგულების გამოტანისას დაიცვა თუ არა მოსამართლესთან კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვის უფლებამოსილების მქონე მოსამართლემ ამ კანონის 728 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები.
3. საჩივრის განმხილველი პირი საჩივარს განიხილავს 7 დღის ვადაში და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) გასაჩივრებული განკარგულების ძალაში დატოვებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
ბ) გასაჩივრებული განკარგულების გაუქმების, შეცვლის ან საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
4. საჩივრის განხილვის შედეგად გამოტანილი დადგენილების ასლები გადაეცემა მხარეებს და ეგზავნება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ეს დადგენილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
საქართველოს 2018 წლის 21
ივლისის ორგანული
კანონი №3262
–
ვებგვერდი, 10,08,2018წ.
საქართველოს 2018 წლის 30
ნოემბრის ორგანული
კანონი №3796
–
ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.06.2025 ორგანული კანონი №827
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7210. დაჯარიმების შესახებ განკარგულების გასაჩივრება 1. პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის ან ნებისმიერი სხვა პირის დაჯარიმების შესახებ მოსამართლესთან ამ კანონის 721 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვის უფლებამოსილების მქონე მოსამართლის განკარგულება შეიძლება 3 დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს პირმა, რომელსაც ჯარიმა შეეფარდა, ან მისმა ადვოკატმა (კანონიერმა წარმომადგენელმა), აგრეთვე მოსამართლემ, რომელთანაც, მისი შეტყობინების თანახმად, განხორციელდა ამ კანონის 721 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაცია, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარესთან ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლესთან, ხოლო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის განკარგულება – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან. 2. საჩივრის განხილვისას საჩივრის განმხილველი პირი ამოწმებს, დაჯარიმების შესახებ განკარგულების გამოტანისას დაიცვა თუ არა მოსამართლესთან კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვის უფლებამოსილების მქონე მოსამართლემ ამ კანონის 728 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები. 3. საჩივრის განმხილველი პირი საჩივარს განიხილავს 7 დღის ვადაში და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) გასაჩივრებული განკარგულების ძალაში დატოვებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ბ) გასაჩივრებული განკარგულების გაუქმების, შეცვლის ან საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. 4. საჩივრის განხილვის შედეგად გამოტანილი დადგენილების ასლები გადაეცემა მხარეებს და ეგზავნება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ეს დადგენილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3796 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთო სასამართლოების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41, 08/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება