1. საერთო სასამართლოების დეპარტამენტი არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის უფლებამონაცვლე.

2. საქართველოს მთავრობამ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებით უზრუნველყოს:

ა) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საბიუჯეტო ასიგნებათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის;

ბ
) საერთო სასამართლოების დეპარტამენტის
ათვის მისი
ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს:

ა) საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცება;

ბ)
საერთო სასამართლოების დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის
ორგანული
კანონი №5529
- ვებგვერდი, 28.12.2011