„საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2184
სარეგისტრაციო კოდი
010.270.000.05.001.003.754
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 43, 16/12/2009

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

 „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 42) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 91 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) დედაქალაქის პრიორიტეტების დოკუმენტის დამტკიცება;“.

2. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქალაქ თბილისის მთავრობა (შემდგომში – მთავრობა) არის კოლეგიალური ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საკრებულოსა და მერის გადაწყვეტილებების აღსრულებას, დედაქალაქის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის შემუშავებასა და შესრულებას.“.

5. 30-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქალაქ თბილისის რაიონის გამგებელი (შემდგომში – გამგებელი) უძღვება გამგეობის საქმიანობას, უზრუნველყოფს რაიონის მართვას; კოორდინაციას უწევს საკრებულოს, მერისა და მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულებას.“;

ბ) მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო სამსახურს წარუდგენს საბიუჯეტო განაცხადს;“.

6. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 44. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ფინანსური სისტემა და საბიუჯეტო ურთიერთობები

ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ფინანსური სისტემა და საბიუჯეტო ურთიერთობები განისაზღვრება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით.“.

7. 45-ე, 46-ე, 47-ე და 471 მუხლები ამოღებულ იქნეს.

8. 472 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ქალაქ თბილისის მერიას საკრებულოს თანხმობით უფლება აქვს, აიღოს ან/და გასცეს სესხი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

9. 473 მუხლი ამოღებულ იქნეს.

10. 475 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა შეუძლია საკრებულოს მხოლოდ მერის წარდგინებით.“.

11. 481 მუხლი ამოღებულ იქნეს. 

     „მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 1 დეკემბერი.

№2184–IIს