საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2192
სარეგისტრაციო კოდი
230.000.000.05.001.003.758
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 40, 07/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოსკანონი

საქართველოსსაბაჟოკოდექსშიდამატებისადაცვლილებისშეტანისშესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საბაჟო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 09.08.2006, მუხ. 280) მე-8 მუხლის:

ა) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:

„21. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი, 10 000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში დეკლარირებისას ან/და დეკლარირებული მონაცემების რეგისტრაციის, შემოწმების განხორციელებისას პირის (გზავნილის მიმღების) წარმომადგენელი შეიძლება იყოს საფოსტო გზავნილის გადამზიდველი.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საბაჟო დეკლარირებისას ან/და დეკლარირებული მონაცემების რეგისტრაციის, შემოწმების განხორციელებისას წარმომადგენელი შეიძლება იყოს პირი (გარდა ამ მუხლის 21 და მე-8 ნაწილებით განსაზღვრული პირებისა), რომლის პასუხისმგებლობაც საბაჟო ორგანოს წინაშე მუდმივად უზრუნველყოფილია საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული, 50 000 ლარის ოდენობის საბანკო გარანტიით. საბანკო გარანტიის წარდგენისა და გამოყენების წესები დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                          მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 1 დეკემბერი.

№2192–IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.12.2009.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 01.12.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2192. სარეგისტრაციო კოდი — 230.000.000.05.001.003.758.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.12.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“, №2192, 01.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 230.000.000.05.001.003.758 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90730/