„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2213
სარეგისტრაციო კოდი
010.130.000.05.001.003.764
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 42, 10/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოსკანონი

„საქართველოსმოქალაქეთადასაქართველოშიმცხოვრებუცხოელთარეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისადასაქართველოსმოქალაქისპასპორტისგაცემისწესისშესახებ“ საქართველოსკანონშიცვლილებებისადადამატებებისშეტანისთაობაზე

    მუხლი 1.

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში პირის რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღად ითვლება ახალ მისამართზე მისი რეგისტრაციის თარიღი.“.

2. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ამ მუხლის 11 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება დოკუმენტების საქართველოს იმ დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის წარდგენაზე, რომლებიც არ არიან დაკავშირებული სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან.“.

3. მე-19 მუხლის 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. 202 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დაინტერესებული პირი პასპორტის მისაღებად განცხადება-ანკეტასთან ერთად წარადგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას, ფოტოსურათს და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს.“;

ბ) 73 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„73. სამსახურებრივი პასპორტისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად პირი არ წარადგენს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს.“;

გ) 81 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) პასპორტის გაცემას არსებითი მნიშვნელობა აქვს არასრულწლოვნის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისთვის და მეორე მშობლისგან თანხმობის მიღება ვერ ხერხდება მასთან კავშირის დამყარების შეუძლებლობის გამო და, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის არ იქნება თანხმობის გაცემის წინააღმდეგი.“.

5. 203 მუხლს:

ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ბიომეტრიული პასპორტი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა) პასპორტის მფლობელის სახელს;

ბ) პასპორტის მფლობელის გვარს;

გ) პასპორტის მფლობელის მოქალაქეობას;

დ) პასპორტის მფლობელის დაბადების თარიღს;

ე) პასპორტის მფლობელის პირად ნომერს;

ვ) პასპორტის მფლობელის ფოტოსურათს;

ზ) პასპორტის მფლობელის სქესს;

თ) პასპორტის მფლობელის დაბადების ადგილს;

ი) პასპორტის გაცემის თარიღს;

კ) პასპორტის მოქმედების ვადას;

ლ) პასპორტის გამცემი ორგანოს დასახელებას;

მ) პასპორტის ტიპის შესახებ მითითებას;

ნ) ქვეყნის კოდს;

ო) პასპორტის ნომერს;

პ) პასპორტის მფლობელის ხელმოწერას;

ჟ) შენიშვნებს (პასპორტში შესატანი განსაკუთრებული აღნიშვნებისათვის).“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ მუხლის პირველი და 21 პუნქტებით გათვალისწინებული რეკვიზიტების გარდა დამატებითი რეკვიზიტები შეიძლება დადგინდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 1 დეკემბერი.

№2213–IIს