საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2232
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.003.775
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 39, 04/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. 72-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშიდან საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე ჩასარიცხი თანხის პროცენტი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ეს პროცენტი იმდენი უნდა იყოს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ზედმეტად გადახდილი თანხების სრულად დაბრუნება ამ კოდექსით დადგენილ ვადაში.“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:

„21. გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა წყაროდანაც, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.“.

2. 98-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:

„6. თუ საგადასახადო კონტროლის პროცედურების ჩატარება შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ჩვეული რიტმის დარღვევის გარეშე და გადასახადის გადამხდელის საქმიანობა შესაძლებელია შეჩერდეს 48 საათზე მეტი დროით, საგადასახადო ორგანო ვალდებულია აღნიშნული საკითხი შეუთანხმოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ უფლებამოსილ პირს/პირებს.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 4 დეკემბერი.

№2232–IIს

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.12.2009.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 04.12.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2232. სარეგისტრაციო კოდი — 200.000.000.05.001.003.775.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.12.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, №2232, 04.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.003.775 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90826/