საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- საქართველოს საბაჟო კოდექსი 25.07.2006
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსკანონი
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს საბაჟო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 09.08.2006, მუხ. 280) 215-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშიდან საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე ჩასარიცხი თანხის პროცენტი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ეს პროცენტი იმდენი უნდა იყოს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ზედმეტად გადახდილი თანხის სრულად დაბრუნება ამ კოდექსით განსაზღვრულ ვადაში.“;
ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:
„21. გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა წყაროდანაც, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 4 დეკემბერი.
№2233–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.12.2009.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“ მიღებულია 04.12.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2233. სარეგისტრაციო კოდი — 230.000.000.05.001.003.776.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.12.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“, №2233, 04.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 230.000.000.05.001.003.776 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90832/