საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2271
სარეგისტრაციო კოდი
090.000.000.05.001.003.791
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 45, 21/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 499-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შეურაცხაობის საკითხის განხილვა“;

ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. თუ დადგინდა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები, მის მიმართ ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხი რეგულირდება „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მსჯავრდებულის გამოჯანმრთელების შემთხვევაში მის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.“.

2. 607-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის აღსრულება სასამართლომ შეიძლება გადაავადოს სახელმწიფო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ – დადგენილებით (განჩინებით), შემდეგი საფუძვლების არსებობისას:

ა) მსჯავრდებული დაავადდა მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე;

ბ) მსჯავრდებული განაჩენის აღსრულების მომენტისათვის ორსულადაა – მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე;

გ) მსჯავრდებულს მცირეწლოვანი შვილი ჰყავს – სანამ ბავშვი 5 წლის გახდება;

დ) სასჯელის დაუყოვნებლივ მოხდას შეიძლება მსჯავრდებულისა და მისი ოჯახისათვის განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოჰყვეს ხანძრის ან სხვა სტიქიური უბედურების, ოჯახის ერთადერთი შრომისუნარიანი წევრის მძიმე ავადმყოფობის, სიკვდილის ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებათა გამო – სასამართლოს მიერ დადგენილი ვადით, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 4 დეკემბერი.

№2271–IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.12.2009.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ მიღებულია 04.12.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2271. სარეგისტრაციო კოდი — 090.000.000.05.001.003.791.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.12.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“, №2271, 04.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.791 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90910/