„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2293
სარეგისტრაციო კოდი
010.240.060.05.001.003.799
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 45, 21/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №21, 12.07.2002, მუხ. 81) 31 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მცირე ან საშუალო საწარმოში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით, მათ შორის, შეთავსებით მომუშავეთა (სეზონურად დასაქმებულთა გამოკლებით) და იურიდიული პირის წარმომადგენლობების თანამშრომელთა გათვალისწინებით, რაც აისახება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) ტერიტორიულ ორგანოებში წარდგენილ ფორმებში.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 11 დეკემბერი.

№2293–რს