1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით გამოსცემს სათანადო ნორმატიულ აქტებს, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ სტანდარტული სააღრიცხვო პროცედურებისა და ანგარიშგების მოთხოვნების დაცვას.
2. საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებები პასუხისმგებელი არიან შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების აღრიცხვისა და კონტროლისთვის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებთან მათ შესაბამისობაზე.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პასუხისმგებელია ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების, აგრეთვე სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული და საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ოპერაციების აღრიცხვისთვის.
საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №117 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.
საქართველოს 2014
წლის
12 დეკემბრის
კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 12.12.2014-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 12.12.2014 კანონი №2935
- 20.12.2012 კანონი №117
წინა რედაქცია (28.12.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 14. აღრიცხვისა და ანგარიშგების მეთოდოლოგია და პასუხისმგებლობა 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით გამოსცემს სათანადო ნორმატიულ აქტებს, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ სტანდარტული სააღრიცხვო პროცედურებისა და ანგარიშგების მოთხოვნების დაცვას. 2. საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებები პასუხისმგებელი არიან შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების აღრიცხვისა და კონტროლისთვის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებთან მათ შესაბამისობაზე. 3. შემოსუაქართველობებს ფინანსთა სამინ, ისტრო პასუხისმგებელმწიფოა ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელებთისან და ნაშთის ცვლილებაისთ, ან ეგრეთად საქართვე ლოს ფინანსთა სამინისტრო პასუხისმგებელია სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული და საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ოპერაციების აღრიცხვისთვის.