1. ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების ორგანოებზე, მათ მიერ შექმნილ/დაფუძნებულ იურიდიულ პირებსა და ორგანიზაციებზე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, აგრეთვე სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებულ სახელმწიფო საწარმოებზე.
2. ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნულ ბანკზე, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებსა და სამეწარმეო იურიდიულ პირებზე, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოებისა, აგრეთვე წევრობაზე დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი არიან ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი ბიუჯეტებით განსაზღვრული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში თანხის განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციები.
საქართველოს 2014
წლის
12 დეკემბრის
კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.
საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2384 – ვებგვერდი, 23.12.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 15.12.2022 კანონი №2384
- 12.12.2014 კანონი №2935
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.12.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 11. კოდექსის მოქმედების სფერო 1. ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების ორგანოებზე, აგრეთვე მათ მიერ შექმნილ/დაფუძნებულ იურიდიულ პირებსა და ორგანიზაციებზე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.გამონაკლისებისა, აგრეთვე სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებულ სახელმწიფო საწარმოებზე. 2. ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნულ ბანკზე, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებსა და სამეწარმეო იურიდიულ პირებზე, ასევეგარდა –ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოებისა, აგრეთვე წევრობაზე დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი არიან ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი ბიუჯეტებით განსაზღვრული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში თანხის განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციები.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 47, 28/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება