1. საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მოწონებიდან არა უგვიანეს 5 დღისა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოფს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით საბიუჯეტო განაცხადის ფორმების მიწოდებას, რომელთა გამოყენებითაც მხარჯავმა დაწესებულებებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ელექტრონულად უნდა წარადგინონ ინფორმაცია მომავალი წლების ბიუჯეტების შესახებ.
2. მხარჯავი დაწესებულებების მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი ინფორმაცია მომავალი წლების ბიუჯეტების შესახებ უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით მხარჯავი დაწესებულებებისათვის განსაზღვრული კადრებისა და ასიგნებების ზღვრულ მოცულობებს.
3. საბიუჯეტო განაცხადს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარადგენენ ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1.ა“ და „ბ 2.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებები ან მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციები.
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.
საქართველოს 2014
წლის
12 დეკემბრის
კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 12.12.2014-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 12.12.2014 კანონი №2935
- 28.10.2011 კანონი №5172
წინა რედაქცია (28.12.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 35. საბიუჯეტო განაცხადი და ზღვრული მოცულობები 1. საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მოწონებიდან არა უგვიანეს 5 დღისა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოფს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუგზჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით საბიუჯეტო განაცხადის ფორმების მიწოდებას, რომელთა გამოყენებითაც მხარჯავმა დაწესებულებებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ელექტრონულად უნდა წარადგინონ ინფორმაცია მომავალი წლების ბიუჯეტების შესახებ. 2. მხარჯავი დაწესებულებების მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი ინფორმაცია მომავალი წლების ბიუჯეტების შესახებ უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით მხარჯავი დაწესებულებებისათვის განსაზღვრული კადრებისა და ასიგნებების ზღვრულ მოცულობებს. 3. საბიუჯეტო განაცხადს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარადგენენ ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1.ა“ და „ბ 2.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებები ან მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციები.