მუხლი 53. სახელმწიფო ბიუჯეტის აღრიცხვა და ანგარიშგება
თავი VIII — სახელმწიფო ბიუჯეტის აღრიცხვა, ანგარიშგება და აუდიტი
1. სახელმწიფო ხაზინა ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების დასაფინანსებლად საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად გადახდების აღრიცხვას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას გადახდის განხორციელების ყველა ეტაპის შესახებ. სახელმწიფო ხაზინა ასევე აღრიცხავს საბიუჯეტო კლასიფიკაციით გათვალისწინებულ შემოსულობებს და დაბრუნებულ ზედმეტად გადახდილ თანხებს.
2. სახელმწიფო ხაზინა ყოველი თვის დასრულებიდან 20 დღის ვადაში ამზადებს ანგარიშგებას სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით და წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.
საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014
მთავარი მონაცემები
ვადა20 დღის ვადაში
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 12.12.2014-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (28.12.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 53. სახელმწიფო ბიუჯეტის აღრიცხვა და ანგარიშგება 1. სახელმწიფო ხაზინა ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტო ორგანიზაციის გადასახდელების დასაფინანსებლად საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად გადახდების აღრიცხვას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას გადახდის განხორციელების ყველა ეტაპის შესახებ. ასევე სახელმწიფო ხაზინა ასევე აღრიცხვავს აწარმოებს საბიუჯეტო კლასიფიკაციით გათვალისწინებული შემოსულობების და დაბრუნებულ ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნების მიხედვით. 2. სახელმწიფო ხაზინა ყოველი თვის დასრულებიდან 20 დღის ვადაში ამზადებს ანგარიშგებას სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით და წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.