1. ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი არის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარების ძირითადი გეგმა, რომელიც ასახავს ინფორმაციას საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების შესახებ.
2. ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენას კოორდინაციას უწევს ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანო.
3. ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო ყოველი წლის 1 მარტამდე გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
4. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ყოველი წლის 15 ივნისამდე წარუდგენს მას ინფორმაციას ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აღნიშნულ ინფორმაციაზე დასკვნას არა უგვიანეს 30 ივნისისა უგზავნის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.
5. ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) გასული, მიმდინარე, დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების, ფინანსური და არაფინანსური აქტივებით ოპერაციებისა და ვალდებულებების აგრეგირებულ მაჩვენებლებს;
ბ) ავტონომიური რესპუბლიკის გასული საბიუჯეტო წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების საბოლოო შედეგების ანალიზს და მიმდინარე საბიუჯეტო წლის გადამუშავებულ პროგნოზებს;
გ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის:
გ.ა) ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტებს;
გ.ბ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებების პროგრამებს და მათი დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს;
გ.გ) აგრეგირებულ მაჩვენებლებს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობის შესახებ;
დ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის დასაქმებულთა საორიენტაციო ზღვრულ რიცხოვნობას მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით;
ე) ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტის პროგრამებს და მათი დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს.
6. ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო არა უგვიანეს 25 ივლისისა იწონებს ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტს (გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა).
საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.189
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6946
- 28.10.2011 კანონი №5172
წინა რედაქცია (28.12.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 95. ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი 1. ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი არის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარების ძირითადი გეგმა, რომელიც ასახავს ინფორმაციას საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების შესახებ. 2. ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენას კოორდინაციას უწევს ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანო. 3. ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო ყოველი წლის 1 მარტამდე გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 4. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შეთანხმების მიზნით ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ყოველი წლის 15 ივნისამდე წარუდგენს მას ინფორმაციას ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აღნიშნულ ინფორმაციაზე დასკვნას არა უგვიანეს 30 ივნისისა უგზავნის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. 5. ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას: ა) გასული, მიმდინარე, დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების, ფინანსური და არაფინანსური აქტივებით ოპერაციებისა და ვალდებულებების აგრეგირებულ მაჩვენებლებს; ბ) ავტონომიური რესპუბლიკის გასული საბიუჯეტო წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების საბოლოო შედეგების ანალიზს და მიმდინარე საბიუჯეტო წლის გადამუშავებულ პროგნოზებს; გ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის: გ.ა) ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტებს; გ.ბ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებების საშუალოვადიან პრიოგრიტამეტებს და მათ მი საღწევად განსახორციელებელი ძირითადი პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს; გ.გ) აგრეგირებულ მაჩვენებლებს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობის შესახებ; დ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის დასაქმებულთა საორიენტაციო ზღვრულ რიცხოვნობას მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით; ე) ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულნის სციპაშუალოვადიან პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად განსახორციელებელი ძირითადი პროგრამებისა და ღონმათისძიებების დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს. 6. ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო არა უგვიანეს 25 ივლისისა იწონებს ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტს (გარდა ამ მუხლის მე-45 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა). საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.189