„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№234
სარეგისტრაციო კოდი
360.140.000.10.003.000.618
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 172, 22/12/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №234

2006 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეტანილ იქნეს ცვლილებები „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №104, მუხლი 1161) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

     „მუხლი 15. გარდამავალი დებულებები

1. ამ დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის ნებართვის გაცემის მიზნით დაწყებული ის პროცედურები, რომელთა განხორციელებაც მიმდინარეობს ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, უნდა დასრულდეს „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

2. ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობა, რომლის განხორციელებაც დაწყებულია „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის აღებას 2009 წლის 1 იანვრამდე სამინისტროსთან შეთანხმებული გეგმის (პროგრამის) შესაბამისად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიანობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში უნდა ასახავდეს როგორც გარემოს არსებული მდგომარეობის ანალიზს (ეკოლოგიური აუდიტი), ისე მიმდინარე საქმიანობით გამოწვეულ გარემოზე ზემოქმედების შემამცირებელ ღონისძიებათა გეგმას.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი         ზ. ნოღაიდელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.12.2006.
როდის იქნა მიღებული „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 20.12.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №234. სარეგისტრაციო კოდი — 360.140.000.10.003.000.618.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.12.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 სექტემბრის №154 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №234, 20.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 360.140.000.10.003.000.618 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/9118/