„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
�ვეტერინარიის შესახებ� საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
��� მუხლი 1
�ვეტერინარიის შესახებ� საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995, №№27�30,� მუხ. 635) 421 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��� ��მუხლი 421.� ვეტერინარული კონტროლი გარდამავალ პერიოდში
1. �სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ� საქართველოს კანონის 361 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, �სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ� საქართველოს კანონის 22-ე, 23-ე და 30-ე� მუხლების ამოქმედებამდე ამ კანონით გათვალისწინებული ვეტერინარული კონტროლი განხორციელდეს მხოლოდ:
ა) აგრარულ ბაზრებზე;
ბ) პროდუქციის საქართველოში შემოტანისას, თუ ცნობილია, რომ პროდუქციის წარმოშობის ქვეყანაში გავრცელებულია ეპიდემიები ან ეპიზოოტიები;
გ) იმ სავაჭრო ობიექტებში, სადაც ხორციელდება არაქარხნული (არაორგანიზებული) წესით დამზადებული ცხოველური წარმოშობის პროდუქტითა და ცხოველებით ვაჭრობა, მხოლოდ პირველადი გადაუმუშავებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქციის კონტროლის მიზნით;
დ) მეწარმის მოთხოვნის საფუძველზე, მის საკუთარ საწარმოში.
2. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხის გამოქვეყნება სისტემატურად, აღნიშნულ ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესაბამისად.�.
��� მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ���მ. სააკაშვილი�
თბილისი,
2009 წლის 25 დეკემბერი.���
№2466�რს