„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 42) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქალაქ თბილისის საკრებულო (შემდგომში – საკრებულო) არის ქალაქ თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც შედგება 50 წევრისაგან, რომელთაგან 25 წევრი აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების მიხედვით, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით თბილისის მთელ ტერიტორიაზე, 10 საარჩევნო ოლქის მიხედვით.“.
2. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქალაქ თბილისის მერი (შემდგომში – მერი) არის ქალაქ თბილისის უმაღლესი თანამდებობის პირი და მთავრობის ხელმძღვანელი. მერი აირჩევა პირდაპირი არჩევნებით, 4 წლის ვადით. მერის არჩევის წესს ადგენს საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“.“.
3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 482 მუხლი:
მუხლი 48 2.
მერის და საკრებულოს არჩევნების თარიღის განსაზღვრა
2010 წელს მერის და საკრებულოს არჩევნები ტარდება არა უგვიანეს 1 ივნისისა.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 28 დეკემბერი.
№2527–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.12.2009.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.12.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2527. სარეგისტრაციო კოდი — 010.270.000.05.001.003.862.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.12.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №2527, 28.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.270.000.05.001.003.862 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/91336/