„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2469
სარეგისტრაციო კოდი
130.030.000.05.001.003.864
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 1, 04/01/2010

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი,   №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 53) მე-18 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის განსაიდუმლოება ხდება არა უგვიანეს იმ ვადისა, რა ვადითაც დასაიდუმლოებულ იქნა ცნობები. საიდუმლო ინფორმაციის განსაიდუმლოებას ახორციელებს სახელმწიფო საარქივო დეპარტამენტი, თუ ასეთი უფლებამოსილება მას მინიჭებული აქვს სახელმწიფო საიდუმლოების მფლობელი ორგანიზაციის ან მისი სამართალმემკვიდრის მიერ. თუ ასეთი უფლებამოსილება სახელმწიფო საარქივო დეპარტამენტს მინიჭებული არა აქვს ან ეს ორგანიზაცია გაუქმდა, საიდუმლო ინფორმაციის განსაიდუმლოების საკითხს წყვეტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

2. ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოების უფლება აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტებისა და მასალების განსაიდუმლოების უფლება აქვს აგრეთვე პროკურორს კანონით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან.

საქართველოს პრეზიდენტი     მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 25 დეკემბერი.

№2469–რს