„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ორგანული კანონი (1)
- საქართველოს საარჩევნო კოდექსი 02.08.2001
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ. 107) 12911 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეობის 3 კანდიდატის შერჩევის მიზნით იწყებს კონსულტაციებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რის შემდეგაც არა უგვიანეს 2010 წლის 12 იანვრისა საქართველოს პრეზიდენტი შეარჩევს და ცესკოს წარუდგენს თავმჯდომარეობის 3 კანდიდატს.
3. არა უგვიანეს 2010 წლის 14 იანვრისა ცესკოს სხდომას თავმჯდომარის ასარჩევად იწვევს და მის არჩევამდე თავმჯდომარეობს ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა) კომისიის უხუცესი წევრი. ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას ფარული კენჭისყრით იღებენ ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული წევრები (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა) ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ 4 ხმისა. ცესკოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ განკარგულებას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 12 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 12 იანვარი.
№2528–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.01.2010.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 12.01.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2528. სარეგისტრაციო კოდი — 010.190.020.04.001.003.865.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.01.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“, №2528, 12.01.2010, სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.04.001.003.865 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.01.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/91354/