,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №23
2007 წლის 14 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით (სსმ III, №154, 2005 წ., მუხ. 1714) დამტკიცებულ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში სპეციალისტთა სერტიფიცირების/რესერტიფიცირების პროცესის ორგანიზება.“.
2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:
„ზ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სამინისტროს ერთიანი პოლიტიკის, ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით;
თ) სამინისტროში თათბირებისა და სათათბირო ორგანოების საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა და საპროტოკოლო საქმიანობა.“.
3. მე-17 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „ვ“ ქვეპუნქტი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.02.2007.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““?
- „,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 14.02.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №23. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.10.003.000.664.
- სად არის „,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.02.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““, №23, 14.02.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.664 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.02.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/9142/