„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:
1. 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:
„31. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული, და დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის მას არ შესრულებია 18 წელი, პროკურორი უფლებამოსილია დასაბუთებული დადგენილებით მიიღოს გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან უკვე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დევნის საჯარო ინტერესის არარსებობის გამო.“.
2. 44-ე მუხლის 38-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„38. მცირეწლოვანი – პირი, რომელსაც არ შესრულებია 14 წელი.“.
3. 256-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ საქართველოს იუსტიციის მინისტრი ან მის მიერ საამისო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი მოთხოვნას დასაბუთებულად და კანონიერად მიიჩნევს, იგი იძლევა მითითებას მისი შესრულების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში კი ხელშეწყობას სთხოვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
5. თუ პირის ექსტრადიციას რამდენიმე უცხო სახელმწიფო მოითხოვს, მაშინ გადაწყვეტილებას, თუ რომელ სახელმწიფოს უნდა გადაეცეს იგი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ან მის მიერ საამისო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ.“.
4. 259-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის დაკავებისთანავე უნდა ეცნობოს შესაბამისი რაიონის პროკურორს, რომელიც 48 საათში შუამდგომლობით მიმართავს დაკავების ადგილის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს პირის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდების თხოვნით. სასამართლო აღნიშნულ საკითხს განიხილავს ამ კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს პირისთვის გადაწყვეტილების გადაცემიდან 7 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს განიხილავს 5 დღის ვადაში.“.
5. 2591 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2591. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი სარგებლობს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით ბრალდებულისთვის მინიჭებული ყველა უფლებით ექსტრადიციის პროცედურების თავისებურებების გათვალისწინებით.
2. ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს უფლება აქვს, მისი გადაცემის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ან მის მიერ საამისო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მიერ გამოტანილი დადგენილების მიღებიდან არა უგვიანეს 7 დღისა გაასაჩივროს იგი შესაბამის (რაიონულ) საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს განიხილავს 7 დღის ვადაში.
3. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება კერძო საკასაციო საჩივრის შეტანის გზით მხარეებმა შეიძლება გაასაჩივრონ დადგენილების მიღებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომელიც საჩივარს განიხილავს 5 დღის ვადაში.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 23 თებერვალი.
№2642–Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.02.2010.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 23.02.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2642. სარეგისტრაციო კოდი — 090.000.000.05.001.003.894.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.02.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“, №2642, 23.02.2010, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.894 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.02.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/91534/