„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38(45), 1999 წელი, მუხ. 182) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. არასრულწლოვანი მსჯავრდებული, რომელსაც შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, მოთავსდება თოთხმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში.“.
2. 112 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 112. თოთხმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების მოსამსახურე
თოთხმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების მოსამსახურე შეიძლება იყოს პირი, რომელმაც გაიარა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის შესაბამისი პროგრამა და ჩააბარა გამოცდა.“.
3. 82-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 82. თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში მოთავსების საერთო პირობები
თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, რომელსაც განაჩენის გამოტანის დროისათვის არ შესრულებია თვრამეტი წელი, მოთავსდება თოთხმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში.“.
4. 831 მუხლი ამოღებულ იქნეს.
5. 84-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
6. 97-ე მუხლის 21 პუნქტის „ა.ა“ და „ა.გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 23 თებერვალი.
№2643–Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.02.2010.
- როდის იქნა მიღებული „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 23.02.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2643. სარეგისტრაციო კოდი — 100.030.010.05.001.003.895.
- სად არის „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.02.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №2643, 23.02.2010, სარეგისტრაციო კოდი 100.030.010.05.001.003.895 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.02.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/91540/