,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №6
2007 წლის 24 იანვარი
ქ. თბილისი
,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებასა (სსმ III, 2005 წელი, №33, მუხლი 330) და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დადგენილების მე-2 პუნქტს დაემატოს ,,დ.გ“ ქვეპუნქტი ახალი რედაქციით:
,,დ.გ) დაამტკიცოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების განაცხადის ფორმა და მისი მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების ინსტრუქცია.“;
ბ) წესის მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,მ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,მ) განმეორებითი შეფასება – სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შესწავლა, რომელიც მიზნად ისახავს ბაზაში დაცული ინფორმაციის (მონაცემების) გადამოწმებას და დაზუსტებას.“;
გ) წესის მე-12 მუხლს დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,31. სარეიტინგო ქულის მინიჭების თარიღად მიიჩნევა დადგენილი წესის შესაბამისად ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების თარიღი, რომლის საფუძველზეც ოჯახს მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა.“;
დ) წესის IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი IV
ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება და სარეიტინგო ქულა“;
ე) წესს დაემატოს 131 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 131. რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება
1. სააგენტო უფლებამოსილია მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით უზრუნველყოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება.
2. ოჯახმა განმეორებითი შეფასების თხოვნის შემთხვევაში საჭიროა შეავსოს შესაბამისი ფორმის განაცხადი.
3. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება და სარეიტინგო ქულის გამოთვლა ხორციელდება დადგენილი წესის (მეთოდოლოგიის) შესაბამისად.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.01.2007.
- როდის იქნა მიღებული „,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““?
- „,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 24.01.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №6. სარეგისტრაციო კოდი — 280.120.000.10.003.000.647.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.01.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““, №6, 24.01.2007, სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.10.003.000.647 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.01.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/9160/