დაწესებულების ხელმძღვანელი ნერგავს და განავითარებს სანდო, სრულყოფილ და ხელმისაწვდომ საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემას, რომელიც:

ა) უზრუნველყოფს დაწესებულების საქმიანობის შესახებ უახლესი და სანდო ინფორმაციის სათანადო ხელმისაწვდომობას დაწესებულების ყველა იერარქიულ საფეხურზე;

ბ) დაწესებულების ყველა თანამშრომელს მისცემს შესაძლებლობას, რომ თავიანთი ფუნქციისა და პასუხისმგებლობის შესახებ მიიღონ სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაცია, მითითებები და ინსტრუქციები.

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011