1.
შიდა აუდიტის სუბიექტი თანამშრომლობს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან
, მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
.

2. შიდა აუდიტის სუბიექტი, გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სუბიექტისა, ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განხორციელებისას თანამშრომლობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − ციფრული მმართველობის სააგენტოსთან და აწვდის მას აღნიშნული აუდიტორული შემოწმების ანგარიშს მისი მომზადებიდან 1 თვის ვადაში.

3. შიდა აუდიტის სუბიექტის
სახელმწიფო აუდიტის სამსახურ
თან და სხვა უწყებებთან თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 18
დეკემბრის კანონი
№
4675
- ვებგვერდი, 29.12.2015წ.

საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6303 – ვებგვერდი, 26.06.2020