„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2715
სარეგისტრაციო კოდი
040.200.010.05.001.003.914
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 12, 24/03/2010

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 1998 წელი, მუხ. 30) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაბადების აქტის ჩანაწერში დაუშვებელია პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ბავშვის დაბადების ან მისი მშობლების ყოფნის მითითება.“.

2. მე-40 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. განცხადებაზე იმ პირთა ხელმოწერას, რომლებიც პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფებიან, დაამოწმებს შესაბამისად პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი.

3. 122-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. წერილობითი მოთხოვნით განმეორებითი მოწმობა გაიგზავნება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის უფლებამოსილ ორგანოში განმცხადებლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, რომლის თაობაზედაც მას ეცნობება. სამხედრო მოსამსახურეთა განმეორებითი მოწმობები გაეგზავნება შესაბამისი სამხედრო ნაწილის მეთაურს. პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ პირთა განმეორებითი მოწმობები გაეგზავნება შესაბამისად პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.      

საქართველოს პრეზიდენტი                                    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 9 მარტი.

№2715–Iს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 09.03.2010.
როდის იქნა მიღებული „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 09.03.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2715. სარეგისტრაციო კოდი — 040.200.010.05.001.003.914.
რამდენი მუხლისგან შედგება „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.03.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №2715, 09.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.05.001.003.914 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.03.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/91672/