„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2759
სარეგისტრაციო კოდი
240.140.000.05.001.003.928
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 12, 24/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 27.06.2005, მუხ. 188) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6

ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“.

2. მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“.

3. მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო.

2. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფლებამონაცვლე.

3. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების გადაცემა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოსათვის.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                           

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 12 მარტი.

№2759–Iს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.03.2010.
როდის იქნა მიღებული „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“?
„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 12.03.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2759. სარეგისტრაციო კოდი — 240.140.000.05.001.003.928.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.03.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“, №2759, 12.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 240.140.000.05.001.003.928 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.03.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/91756/