„სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2852
სარეგისტრაციო კოდი
340.140.000.05.001.003.959
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 16, 01/04/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 18.01.2006, მუხ. 30) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) საგამოცდო ლაბორატორია – დადგენილი წესის შესაბამისად აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ლაბორატორია, რომელიც შეტანილია აკრედიტაციის სისტემის სახელმწიფო რეესტრში;“.

2. მე-20 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სურსათის სახელმწიფო კონტროლის მიზნით აღებული ნიმუშის ანალიზი ტარდება სპეციალურად შერჩეულ საგამოცდო ლაბორატორიაში.

2. სურსათის სახელმწიფო კონტროლის მიზნით ნიმუში აღებული და საგამოცდო ლაბორატორიისათვის გადაცემული უნდა იქნეს სამსახურის უფლებამოსილი მოხელის მიერ.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დადგენილი წესით ნიმუშის აღებას და საგამოცდო ლაბორატორიაში გამოცდის ჩატარებას;“.

4. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დადგენილი წესით ნიმუშის აღებას და საგამოცდო ლაბორატორიაში გამოცდის ჩატარებას;“.

5. 31-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური რეფერენტულ გამოცდას ატარებს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე (სამსახური ან მწარმოებელი/დისტრიბუტორი) არ ეთანხმება გამოცდის შედეგებს.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სხვა საგამოცდო ლაბორატორიას (მწარმოებლის/ დისტრიბუტორის წარმომადგენელს უფლება აქვს, დაესწროს გამოცდას);“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 26 მარტი.

№2852–Iს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.03.2010.
როდის იქნა მიღებული „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
„სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 26.03.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2852. სარეგისტრაციო კოდი — 340.140.000.05.001.003.959.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.03.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №2852, 26.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 340.140.000.05.001.003.959 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.03.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/91942/