„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2920
სარეგისტრაციო კოდი
040.100.000.05.001.003.982
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 21, 22/04/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №50, 31.12.2009, მუხ. 392) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება (შემდგომში – ქონება) – სახელმწიფოს საკუთრებაში მემკვიდრეობის გზით გადასული ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში გადასული უპატრონო და უმკვიდრო ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში ჩუქების გზით გადასული რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად ჩამორთმეული და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საკონტროლო შესყიდვის შემდეგ დაუბრუნებელი საქონელი, საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემული საქონელი, სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეული მოძრავი ნივთი და სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა ქონება, რომელიც კანონის თანახმად ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევას, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული, სპეციალური ჭრების განხორციელების შედეგად მიღებული მერქნული რესურსი, ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიატისათვის) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსი, გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას მიღებული მერქნული რესურსი, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება;“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 8 აპრილი.

№2920–Iს