,,საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№25
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.10.003.000.666
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 23, 20/02/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №25

2007 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გიორგი არველაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე – რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი

გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში

დავით ბაქრაძე – საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

რევაზ ბერიძე – სსიპ – საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი

ივანე გოჩიტაშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი

ირაკლი ეზუგბაია – შპს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი

ირაკლი თაქთაქიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსი

გიორგი მჟავანაძე – სსიპ – საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი

ნიკოლოზ ნათბილაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

დავით ნატროშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

ლევან რაზმაძე – სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარე

დიმიტრი ქიტოშვილი – სსიპ – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე

გიორგი ყაველაშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი

ალექსანდრე ჩხიკვაძე – სსიპ – საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

გიორგი ცაგარელი – სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დირექტორი

შალვა ჯანაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი