„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი (1)
- საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი 17.02.2004
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
1. 74-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ამ რეგლამენტის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილე-ბის ვადის გაგრძელების შემთხვევისა, შეიძლება გაგრძელდეს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით, არა უმეტეს 6 თვით, პარლამენტის დადგენილებით.“.
2. 128-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წელს არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ ტარდება. ამ პერიოდში, თუ იგი ემთხვევა მორიგი სესიის პლენარულ სამუშაო ციკლს, საჭიროების შემთხვევაში პლენარულ სხდომებს იწვევს პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით. სხვა შემთხვევაში პლენარული სხდომა მოიწვევა და ტარდება რიგგარეშე სხდომისათვის ამ რეგლამენტის 130-ე მუხლით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2.
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2010 წლის 4 მაისიდან.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ. ბაქრაძე
თბილისი,
2010 წლის 4 მაისი.
№3043–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.05.2010.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 04.05.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3043. სარეგისტრაციო კოდი — 010.190.030.06.001.004.005.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.05.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ“, №3043, 04.05.2010, სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.06.001.004.005 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.05.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/92212/