ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3050
სარეგისტრაციო კოდი
360.090.000.05.001.004.040
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 26, 20/05/2010

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში   ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 1998 წელი, მუხ. 40) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი და რომელსაც უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსაგან მიღებული აქვს ლიცენზია ან/და ნებართვა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ კანონით დადგენილი წესით;“.

2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამინისტროს სისტემაში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მართვის ორგანიზების უშუალო კოორდინაციას ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური (შემდგომში –სამსახური).“.

3. მე-9 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) გააკონტროლოს გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების მდგომარეობა;“.

4. მე-11 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. გაცემული ლიცენზიების მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს სამსახური.“.

5. 111 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. გაცემული ნებართვების მფლობელების მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს სამსახური.“.

6. 481 მუხლი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გამოსცეს ბრძანება „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის შესახებ“.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 4 მაისი.

№3050–Iს

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.05.2010.
როდის იქნა მიღებული „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 04.05.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3050. სარეგისტრაციო კოდი — 360.090.000.05.001.004.040.
სად არის „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.05.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №3050, 04.05.2010, სარეგისტრაციო კოდი 360.090.000.05.001.004.040 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.05.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/92440/