„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3052
სარეგისტრაციო კოდი
200.010.000.05.001.004.042
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 26, 20/05/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 58) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია გააკონტროლოს სამეწარმეო საქმიანობა (მათ შორის, შევიდეს საწარმოში, მოითხოვოს დოკუმენტები, შეაჩეროს საწარმოს საქმიანობა, დალუქოს მეწარმის კუთვნილი ქონება, დაათვალიეროს საწარმო, შეამოწმოს მეწარმის მიერ გამოშვებული ნაწარმის ხარისხი) მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე.“.

2. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის მიერ „გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი                                         მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 4 მაისი.

№3052–Iს

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს კანონი „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.05.2010.
როდის იქნა მიღებული „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“?
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 04.05.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3052. სარეგისტრაციო კოდი — 200.010.000.05.001.004.042.
რამდენი მუხლისგან შედგება „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.05.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“, №3052, 04.05.2010, სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.05.001.004.042 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.05.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/92452/