,,საქართველოს წყალმომარაგებისა და სანიტარიული უზრუნველყოფის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შესახებ“
მიღების თარიღი 15.02.2007
ძალის დაკარგვა 10.06.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.671
გამოქვეყნების წყარო სსმ, 24, 22/02/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ,,საქართველოს მთავრობის ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილება 05.06.2009
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს წყალმომარაგებისა და სანიტარიული უზრუნველყოფის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:58.5pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №30
2007 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს წყალმომარაგებისა და სანიტარიული უზრუნველყოფის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:
1. შეიქმნას საქართველოს წყალმომარაგებისა და სანიტარიული უზრუნველყოფის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
გიორგი არველაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე – რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი
კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ივანე ნაკაიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე
ლევან რაზმაძე – სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარე
გიორგი ყაველაშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი
დავით ჩანტლაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე.
2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოს გიგი უგულავას – ქალაქ თბილისის მერს.
3. დამტკიცდეს საქართველოს წყალმომარაგებისა და სანიტარიული უზრუნველყოფის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
საქართველოს წყალმომარაგებისა და სანიტარიული უზრუნველყოფის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს წყალმომარაგებისა და სანიტარიული უზრუნველყოფის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც საქართველოს წყალმომარაგებისა და სანიტარიული უზრუნველყოფის სექტორში რეფორმების განხორციელების მიზნით შეიმუშავებს პოლიტიკას და საქართველოს მთავრობას წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს.
2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, განკარგულებებისა და ამ დებულების შესაბამისად.
მუხლი 2🔗. კომისიის ძირითადი ამოცანები
კომისიის ძირითადი ამოცანებია საქართველოს წყალმომარაგებისა და სანიტარიული უზრუნველყოფის სექტორში რეფორმების განსახორციელებლად შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები, დასკვნები და განსახილველად წარუდგინოს საქართველოს მთავრობას.
მუხლი 3🔗. კომისიის უფლებამოსილებანი
კომისია უფლებამოსილია:
ა) საქართველოს წყალმომარაგებისა და სანიტარიული უზრუნველყოფის სექტორში რეფორმების განხორციელების მიზნით შეიმუშაოს სტრატეგია;
ბ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს საქართველოს წყალმომარაგებისა და სანიტარიული უზრუნველყოფის რეფორმასთან დაკავშირებული დასკვნები და წინადადებები;
გ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადებები საქართველოს წყალმომარაგებისა და სანიტარიული უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით შესაბამის სამართლებრივ ბაზაში ცვლილებების შესახებ;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს საქართველოს წყალმომარაგებისა და სანიტარიული უზრუნველყოფის რეფორმის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაცია;
ე) ცალკეული საკითხების მომზადებისა და შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები;
ვ) კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად შესაბამისი სფეროებიდან მოიწვიოს სპეციალისტები.
მუხლი 4🔗. კომისიის თავმჯდომარე
1. კომისიის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს;
გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;
დ) წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
2. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე კომისიის თავმჯდომარის არყოფნისას ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს.
3. კომისიის მდივანი:
ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვის ორგანიზებას;
ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომის მასალების შენახვისა და დაცვისათვის.
4. კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ერთ კვირაში ნიშნავს კომისიის ახალ წევრს.
მუხლი 5🔗. კომისიის გადაწყვეტილების მიღების წესი
1. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დასკვნების სახით კომისიის სხდომებზე.
2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
3. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კომისიის შემადგენლობის 1/3-ისა.
4. კომისიის შეკრებისა და კომისიის სხდომის ორგანიზების წესს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 6🔗. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
მუხლი 7🔗. კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობის შესაბამისად.