„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 1992 წელი, მუხ. 100) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
1. პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:
„ვ1) მედალი „სამოქალაქო თავდადებისათვის“;“.
2. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დაწესდეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებზე ერთდროული ფულადი პრემია:
ა) ეროვნული გმირის ორდენზე – 10 000 ლარი;
ბ) წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე – 6 000 ლარი;
გ) დავით აღმაშენებლის ორდენზე – 4 000 ლარი;
დ) თამარ მეფის ორდენზე – 1 000 ლარი;
ე) ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენზე – 1 000 ლარი;
ვ) ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენზე – 2 000 ლარი;
ზ) ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენზე – 1 000 ლარი;
თ) ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენზე – 600 ლარი;
ი) ღირსების ორდენზე – 600 ლარი;
კ) მედალზე „სამოქალაქო თავდადებისათვის“ – 1 000 ლარი;
ლ) მედალზე „მხედრული მამაცობისათვის“ – 400 ლარი.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 18 ივნისი.
№3110–Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.06.2010.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 18.06.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3110. სარეგისტრაციო კოდი — 010.330.000.05.001.004.053.
- სად არის „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.06.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“, №3110, 18.06.2010, სარეგისტრაციო კოდი 010.330.000.05.001.004.053 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/92506/