,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №31
2007 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით (სსმ III, 2004 წ., №54, მუხ. 461) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტები:
,,კ) სურსათის უვნებლობისა და რისკის ანალიზის სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაა ქვეყანაში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კონტროლი; სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული რისკის შეფასება და ანალიზი, კრიზისული მდგომარეობის მართვის სისტემის ორგანიზება;
ლ) მარკეტინგული კვლევისა და სტრატეგიული განვითარების სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ბაზრის მარკეტინგული კვლევის წარმოება, მისი მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი.“;
გ) დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები არიან:
ა) გარე კახეთის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო;
ბ) შიდა კახეთის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო;
გ) შიდა ქართლის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო;
დ) ქვემო ქართლის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო;
ე) მცხეთა-მთიანეთის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო;
ვ) სამცხე-ჯავახეთის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო;
ზ) რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო;
თ) იმერეთის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო;
ი) სამეგრელო-ზემო სვანეთის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო;
კ) გურიის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.02.2007.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““?
- „,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 15.02.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №31. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.10.003.000.672.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.02.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე““, №31, 15.02.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.672 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.02.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/9256/