„ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3282
სარეგისტრაციო კოდი
010.250.000.05.001.004.073
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 35, 12/07/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო  ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 19.06.2007, მუხ. 194) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-8 მუხლის მე-3–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამართლებრივ ზედამხედველობას ექვემდებარება საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტები. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების ექსპერტიზისა და გამოქვეყნების პროცედურები განისაზღვრება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით.

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია სამართლებრივი დასკვნა მისი გაცემისთანავე გადაუგზავნოს შესაბამის ზედამხედველობის ორგანოს.

5. თუ ზედამხედველობის ორგანო ნორმატიულ აქტს კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევს, იგი უფლებამოსილია ნორმატიული აქტის გამოქვეყნებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირს) ამ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ მოტივირებული წერილობითი მოთხოვნით. ზედამხედველობის ორგანომ წერილობით მოთხოვნაში უნდა მიუთითოს ის ნორმები, რომლებსაც ეწინააღმდეგება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტი.“.

2. მე-9 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია სამართლებრივი დასკვნა მისი გაცემისთანავე გადაუგზავნოს შესაბამის ზედამხედველობის ორგანოს.

5. ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია ნორმატიული აქტის გამოქვეყნებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში მოსთხოვოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირს), ცვლილება შეიტანოს ნორმატიულ აქტში ან გააუქმოს იგი, თუ ზედამხედველობის ორგანო ამ ნორმატიული აქტის არსებული სახით მიღებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.“.

    მუხლი 2

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 09.11.2009, მუხ. 209).

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 15 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 2 ივლისი.

№3282–რს