„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ 08.04.2010
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 19.04.2010, მუხ. 112) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი:
„ფ) ჰიდროტექნიკური ნაგებობები (ხელოვნური წყალსატევები, კაშხლები, სარეგულაციო ნაგებობები, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობები და სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობები).“.
2. 31-ე მუხლის:
ა) პირველი–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის ამოქმედებიდან 5 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს მთავარი არქმშენინსპექციისა და ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის ჩამოყალიბების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
3. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტების რეესტრის წარმოების წესის განსაზღვრა.
4. ამ კანონის ამოქმედებიდან 5 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაამტკიცოს ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის დებულება და საშტატო ნუსხა.“;
ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ ამავე კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად ცნობილი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 6 ივლისი.
№3352–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.07.2010.
- როდის იქნა მიღებული „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 06.07.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3352. სარეგისტრაციო კოდი — 300.160.070.05.001.004.078.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.07.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №3352, 06.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.05.001.004.078 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.07.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/92644/