,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილ დავალიანებათა რესტრუქტურიზაციისა და მმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილ დავალიანებათა დაფარვის წესის თაობაზე“
მიღების თარიღი 22.12.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №244
სარეგისტრაციო კოდი 010.260.050.10.003.000.628
გამოქვეყნების წყარო სსმ, 173, 25/12/2006
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.12.2006 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილ დავალიანებათა რესტრუქტურიზაციისა და მმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილ დავალიანებათა დაფარვის წესის თაობაზე“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №244
2006 წლის 22 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილ დავალიანებათა რესტრუქტურიზაციისა და მმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილ დავალიანებათა დაფარვის წესის თაობაზე
1. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 651 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად დამტკიცდეს „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილ დავალიანებათა რესტრუქტურიზაციისა და მმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილ დავალიანებათა დაფარვის წესი თანახმად დანართისა.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილ დავალიანებათა რესტრუქტურიზაციისა და მმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილ დავალიანებათა დაფარვის წესი
1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილ დავალიანებათა რესტრუქტურიზაციისა და მმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილ დავალიანებათა დაფარვის მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) განიხილონ ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული რაიონების, იმ ქალაქების, რომლებიც არ შედიან რაიონების შემადგენლობაში, და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების სალიკვიდაციო კომისიებიდან გადმოცემული, დადგენილი წესით განსაზღვრული 2006 წლის შეუსრულებელი ვალდებულებები და წინა წლების ვადაგადაცილებული დავალიანებები;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული მონაცემების საფუძველზე დააზუსტონ „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული რაიონების, იმ ქალაქების, რომლებიც არ შედიან რაიონების შემადგენლობაში, და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების დავალიანებები;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ბიუჯეტის მიმართ წარმოქმნილ საგადასახადო დავალიანებათა შესახებ მონაცემები შესაბამისი დოკუმენტაციით განსახილველად წარუდგინონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელ კომისიას 2007 წლის 1 აპრილამდე;
დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილი სხვა დანარჩენი დავალიანებები და მმართველობის ორგანოების 2006 წლის შეუსრულებელი ვალდებულებები გაითვალისწინონ შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის 2007 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას (დაზუსტებისას) და უზრუნველყონ მათი ეტაპობრივი დაფარვა;
ე) „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილ დავალიანებათა (გარდა ამ პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეუსრულებელი ვალდებულებებისა) შესახებ მონაცემები სათანადო დოკუმენტაციით 2007 წლის 1 აპრილამდე განსახილველად წარუდგინონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ დადგენილების პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემების დაზუსტების შემდეგ ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ წარმოქმნილ დავალიანებათა დაფარვის შესახებ კონკრეტული წინადადებები განსახილველად წარუდგინოს საქართველოს მთავრობას.