„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3356
სარეგისტრაციო კოდი
010.130.000.05.001.004.118
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 41, 21/07/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №12-13, ნოემბერ-დეკემბერი,  1993 წ., მუხ. 223) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) 18-დან 27 წლამდე ასაკის პირებისთვის – სამხედრო ბილეთის ასლი ან ცნობა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან ან სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ;“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი:

     „მუხლი 221. ემიგრაციის ნებართვის გაუქმება

ემიგრაციის ნებართვა შეიძლება გაუქმდეს დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ან სააგენტოს ინიციატივით – თუ გამოვლინდა დაინტერესებული პირის მიერ ემიგრაციის ნებართვის მისაღებად ყალბი დოკუმენტების წარდგენის ფაქტი.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 6 ივლისი.

№3356–რს

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.07.2010.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“?
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 06.07.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3356. სარეგისტრაციო კოდი — 010.130.000.05.001.004.118.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.07.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“, №3356, 06.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.05.001.004.118 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.07.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/92824/