„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3524
სარეგისტრაციო კოდი
100.030.010.05.001.004.149
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 46, 04/08/2010

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  მუხლი 1. „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38(45), 1999 წელი, მუხ. 182) 401 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 401. მსჯავრდებულისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა

1. თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევას, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართავს უფლებამოსილ საექსპერტო დაწესებულებას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით.

2. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე, თუ დადასტურდება არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის აუცილებლობა, 48 საათში მიმართოს სასამართლოს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის შესახებ.

3. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებით.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 21 ივლისი.

№3524–რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.07.2010.
როდის იქნა მიღებული „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 21.07.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3524. სარეგისტრაციო კოდი — 100.030.010.05.001.004.149.
რამდენი მუხლისგან შედგება „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.07.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №3524, 21.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 100.030.010.05.001.004.149 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.07.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/92998/