თავი VII — ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის ზოგადი პრინციპები
1.
საფასური არის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის სამინისტროს აქტით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.
2. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, უნაღდო ანგარიშსწორებით.
3. საფასური ჩაირიცხება ცენტრის ანგარიშსწორების ანგარიშზე.
საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5348 - ვებგვერდი, 06.12.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.11.2011-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 25.11.2011 კანონი №5348
წინა რედაქცია (05.08.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 30. ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური 1. საფასური არის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის კანონის საფუძველზე სამინისტროს აქტით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. 2. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, უნაღდო ანგარიშსწორებით. 3. საფასური ჩაირიცხება ცენტრის ანგარიშსწორების ანგარიშზე.