,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურისა და ფასების სახელმწიფო ინსპექციის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ”
მიღების თარიღი 14.07.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №115
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.10.003.000.249
გამოქვეყნების წყარო სსმ, 83, 15/07/2005
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.07.2005 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურისა და ფასების სახელმწიფო ინსპექციის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ”
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №115
2005 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურისა და ფასების სახელმწიფო ინსპექციის ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ
„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,ა“ პუნქტის შესრულების მიზნით და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე:
1. ლიკვიდირებულ იქნენ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები – საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური და ფასების სახელმწიფო ინსპექცია.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურისა და ფასების სახელმწიფო ინსპექციის ლიკვიდაციის ღონისძიებათა განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი